032 2784510

info@edison.edu.ge

ქ. თბილისი, თეოფანე დავითაიას ქუჩა, N 18

123 456 789

info@example.com

Goldsmith Hall

New York, NY 90210

07:30 - 19:00

Monday to Friday

მისია

ედისონის სახელობის სკოლა ნოვაციის მისიაა ჯანსაღ და უსაფრთხო სასკოლო გარემოში მისცეს მოსწავლეებს განათლება მდგრადი განვითარებისთვის და აღზარდოს ისინი მაძიებელ, შემოქმედ, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად.

ხელი შეუწყოს მოსწავლეებში:

  • სამეწარმეო უნარების განვითარებას და სასკოლო საზოგადოების ინიციატივების წახალისებას;
  • გარემოზე, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნვის, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის უნარ-ჩვევების ფორმირებას.

მისია მიიღწევა:

  • მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენის, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარების ხელშეწყობით, თავისუფალი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების წახალისებით, შემოქმედებითი უნარების განვითარებით;
  • ისეთი სასკოლო გარემოს ფორმირებით, რომელიც ეფუძნება ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულების თვითშეფასებასა და სწავლა/სწავლების ისეთ გააზრებულ პრაქტიკას, სადაც სასკოლო საზოგადოება ორიენტირებულია საგანამანათლებლო საქმიანობის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, მხარდამჭერი სასკოლო კულტურის წახალისებაზე, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და დანერგვაზე.