032 2784510

info@edison.edu.ge

ქ. თბილისი, თეოფანე დავითაიას ქუჩა, N 18

123 456 789

info@example.com

Goldsmith Hall

New York, NY 90210

07:30 - 19:00

Monday to Friday

მიღების წესი

მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის პირობები და მობილობა: 

1. სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან.
2. პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ) მოსწავლის ფოტოსურათი (3X4);
გ) დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ
გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში
ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის
მინიჭება;
ე) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
ვ) სსსმ მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა.

3. II-XII კლასებში მოსწავლის ჩასარიცხად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
დოკუმენტაციის გარდა დამატებით წარმოსადგენია მოსწავლის მიერ წინამდებარე კლასის
დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. სკოლაში მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.

5. მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია
შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ) მოსწავლის პირადი საქმე/წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მიმდინარე შეფასება (სასწავლო წლის განმავლობაში მობილობის დროს);
დ) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ (სასწავლო წლის განმავლობაში
მობილობის დროს);
ე) დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ვ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული
დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის
ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
ზ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
თ) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ინდივიდუალური
სასწავლო გეგმა და ჯანმრთელობის ცნობა.

6. პირველკლასელთა პარალელურ კლასებში განაწილება ხდება შემთხვევითი შერჩევით.

7. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა
რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების კანონმდებლობით დადგენილ
ოდენობას.

9. სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის
საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების შესაბამისობა ცალკეული
კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან.

10. დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების
საფუძველზე წყვეტს სკოლის დირექტორი.