საინფორმაციო კამპანია „ჰიგიენის მცველები“ , დევიზით „დაიცავი იზრუნე და იმოქმედე“.
1 მარტს ჩვენი სკოლის მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე, უსაფრთხო ჰიგიენის წესების დაცვაზე, ჯანმრთელ მომავალზე ზრუნვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.
ნინო თოდუამ, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)” ხელმძღვანელი, ახალგაზრდული მუშაკი, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს გაუზიარა ინფორმაცია ჰიგიენის დაცვის საკითხებზე, უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკებისა და სწორი ჰიგიენური ქცევითი უნარ-ჩვევების შესახებ, შემეცნებითი და სახალისო თამაშებით.