032 2784510

info@edison.edu.ge

ქ. თბილისი, თეოფანე დავითაიას ქუჩა, N 18

123 456 789

info@example.com

Goldsmith Hall

New York, NY 90210

07:30 - 19:00

Monday to Friday

საფასური

2023–2024 სასწავლო წლისთვის ედისონის  სახელობის  სკოლა  ნოვაციაში  სწავლების  საფასური:

  • I-IX კლასებში – 3000 (სამი ათასი) ლარი;
  • X კლასში – 3100 (სამი ათას ასი) ლარი;
  • XI კლასში – 3200  (სამი ათას ორასი) ლარი;
  • XII კლასში – 3000 (სამი ათასი) ლარი;

ედისონის სახ. სკოლა ნოვაცია თავის მოსწავლეებს სთავაზობს:

  1. საერთაშორისო გამოცდებისთვის (IELTS, TOEFL) უფასო მოსამზადებელი კურსები (უფროსკლასელებისთვის)
  2. ნოვატორთა კლუბის და თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია ექსპლორიუმთან თანამშრომლობით საუკეთესო მოსწრების მქონე მოსწავლეები გაივლიან უფასო კურსებს: გრაფიკული დიზაინი, ვებ პროგრამირება, ციფრული კომუნიკაციები, მანქანური სწავლება (Phyton), თამაშების დეველოპმენტი. ედისონის სახ. სკოლის ყველა მოსწავლისთვის ექსპლორიუმში კურსის გავლა შეღავათიანი ფასით იქნება შესაძლებელი (50% და 20%).
  3. არჩევით საგნებში მეწარმეობის საფუძვლების და ფინანსური წიგნიერების საგნის შეთავაზებაა.
  4. შეხვედრები მეწარმეებთან, ვიზიტი საწარმოებში, საინტერესო მეწარმე სპიკერების მოწვევა გამოცდილების გაზიარების მიზნით, მეწარმეობით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) FABLAB-თან.
  5. სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება სასკოლო ოლიმპიადები; საგნობრივი გასვლითი გაკვეთილები და ექსკურსიები;
  6. ლიტერატურული კლუბი „ფოლიანტი“ – სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება და ლიტერატურის პოპულარიზაცია; მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა, ჟურნალისტური საქმიანობით დაინტერესება;  მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება; წაკითხული წიგნების განხილვა/პრეზენტაცია; აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი წერითი მეტყველებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება; სხვადასხვა ტიპის (სტატიების, ჩანახატების, მინიატურების, ესეების..) შექმნა; კლუბის მონაწილეთა ანდა მოწვეულ სტუმართა შემოქმედების გაცნობა/განხილვა. სალონური ტიპის საღამოების ჩატარება, დისპუტი; მწერლებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრა; ლიტ. კონკურსების ორგანიზება; გასვლითი ლიტერატურული ღონისძიებები სახლ-მუზეუმებსა და ღირშესანიშნავ ადგილებში. ექსკურსია მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონში;
  7. დებატების კლუბი – ყველა კლასის მოსწავლეებისთვის, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აზროვნების უნარის განვითარებას, კრიტიკული, ანალიტიკური, ინოვაციური და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას;
  8. საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების (ფიზიკა, ქიმია და მათემატიკა) სწავლების გაუმჯობესების მიზნით მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული იქნება რეალურ ლაბორატორიებთან ერთად ვირტუალური ლაბორატორიები, რაც უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს გამდიდრებას ტექნოლოგიებით, მოსწავლეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებას და გამოყენებას.
  9. უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) გაძლიერებული სწავლება, მათ შორის საუკეთესო მოსწრების მოსწავლეებისთვის უფასო მოსამზადებელი კურსების შეთავაზება;
  10. კარიერული განვითარების და პროფორიენტაციის მიზნით შეხვედრები დამსაქმებლებთან, უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან.  უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან მოწვევით და დისტანციურ რეჟიმში.
  11. რობოტიკის კლუბი სკოლაში ფუნქციონირებს რობოტიკის კლუბი, სადაც მოსწავლეები გადიან LEGO რობოტექნიკის კურსს, კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ ააგონ და დააპროგრამონ რობოტები, ააწყონ ფაზლები და ლეგოები, ისწავლონ კოდებთან მუშაობა, იმუშაონ ორიგამის ფიგურებზე, მოსწავლეები შეისწავლიან ინჟინერიის პრინციპებს, პროგრამირებისა და პრობლემების გადაჭრის პრინციპებს რობოტებთან პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით.
  12. ჭადრაკის წრე – ჭადრაკის სწავლების მიზანია მოსწავლეს ხელი შეუწყოს პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ასწავლოს ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, მოქმედების დაგეგმვა, განუვითაროს სიდინჯე, ყურადღების კონცენტრაციის უნარი, ეტაპობრივად განუვითაროს მაღალი კოგნიტური უნარი, საკუთარი ძალების რწმენა, წინსვლისკენ სწრაფვა, დაფასების და გაფთხილების უნარი, ობიექტურობა, მოქნილობა. ჭადრაკის წრის მიზანი ამ ყველაფერთან ერთად, ემსახურება საწყისი ნაბიჯებიდან მიიღონ მონაწილეობა სასკოლო ტურნირებში, ჩემპიონატებში და გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, რის შედეგად იზრდება მოტივაცია.
  13. სამოქალაქო განათლების კლუბი „მომავალი ჩვენია“კლუბის მიზანიმოსწავლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, მათი ჩართვა სასკოლო აქტივობებსა და პროექტებში, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, აქტიური მოქალაქის უნარ-ჩვევების გამომუშავება, უფლება- მოვალეობების გააზრება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ეთიკური ნორმების დაცვა, მშობელთა ჩართულობა სასკოლო საჭიროებების კვლევაში.  ვის შეუძლია კლუბის წევრობა:კლუბის წევრობა შეუძლია VII, VIII, IX ,X, XI, XII კლასის ყველა მოსწავლეს ვინც დაინტერესებულია სამოქალაქო განათლების სწავლა- სწავლების პროცესით.
  14. გაცვლითი პროგრამები უცხოეთში უფროსკლასელებისთვის. თანამშრომლობა ლონდონის ინგლისური ენის საერთაშორისო სკოლასთან St. Giles International და მადრიდის AIL Madrid ესპანური ენის სკოლასთან.
  15. STEAM ფესტივალი – პიკნიკი ჩატარდება ყოველწლიურად, ამ მიზნით სკოლა თანამშრომლობს სხვა სკოლებთან და ცენტრებთან ერთობლივი ღონისძიების ჩატარების მიზნით,  ფესტივალის მიზანია მოსწავლეებს საშუალება მისცეს წარმოადგინონ მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის საგნებში ნასწავლი მასალების გამოყენებით სახალისო ექსპერიმენტები, სასწავლო წლის განმავლობაში შექმნილი პროექტები და კომპლექსური დავალებები.  ფესტივალში აქტიურად იქნება ჩართული ედისონის სახ. სკოლა ნოვაციის მათემატიკის და ტექნოლოგიების კათედრა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების კათედრა.