032 2784510

info@edison.edu.ge

ქ. თბილისი, თეოფანე დავითაიას ქუჩა, N 18

123 456 789

info@example.com

Goldsmith Hall

New York, NY 90210

07:30 - 19:00

Monday to Friday

ექსპლორიუმი და ედისონის სახელობის სკოლა ნოვაცია თანამშრომლობას იწყებენ

ედისონის სახ. სკოლა ნოვაციაში იხსნება ექსპლორიუმის კურსები. “ექსპლორიუმი” – თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია, რომლის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეს თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლაში, მომავალი პროფესიის შერჩევაში და შემოქმედებით განვითარებში.

სკოლის მოსწავლეები ისარგებლებენ ყველა კურსზე 20 %-იანი ფასდაკლებით.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს უმცროსკლასელთა რეგისტრაცია “ვიზუალური პროგრამირების” კურსზე (III, IV, V, VI კლასელთათვის).
კურსის ფარგლებში ბავშვები სწავლობენ პროგრამირებას Scratch-ის გამოყენებით და ქმნიან სხვადასხვა სირთულის თამაშებს, ანიმაციებს, ChatBot-ებს, Smart აპლიკაციებს და STEAM პროექტებს, რომელსაც უზიარებენ მსოფლიოს უდიდესი კრეატიული კოდინგის პლატფორმის https://scratch.mit.edu/ 80 მილიონზე მეტ მომხმარებელს Scratch სუპერპოპულარული, Block-based პროგრამირების ენაა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT) შეიქმნა
კურსის მიზანია
🔲 ბავშვებმა სასიამოვნო გარემოში, ხალისით ისწავლონ კომპიუტერული პროგრამირება
🔲 შექმნან სხვადასხვა სირთულის თამაშები, ანიმაციები, ჩეთბოტები, Smart აპლიკაციები და STEAM პროექტები
🔲 განუვითარდეთ ალგორითმული, ლოგიკური, მათემატიკური აზროვნება
🔲 გაუღრმავდეთ წარმოსახვა, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარები
🔲 ისწავლონ ინტეგრირებულ პროექტებზე მუშაობა
🔲 ჰქონდეთ უფრო რთული პროგრამული ენების შესწავლისთვის საჭირო მზაობა
🔲 ისწავლონ კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრა
🔲 დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებსა და ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივ გამოყენებას
🔲 პროექტებზე დაფუძნებული სწავლებით და საინტერესო აქტივობებით დავეხმაროთ ბავშვებს, იაზროვნონ შემოქმედებითად, იმსჯელონ სისტემურად და იმუშაონ გუნდურად
კურსი განკუთვნილია 8-12 წლის მოსწავლეთათვის
ფასი: თვეში 120 ლარი, 150-ის ნაცვლად (პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის მოქმედებს 20 %-მდე ფასდაკლება. დამატებითი ფასდაკლებით ისარგებლებენ დედმამიშვილებიც)
გაკვეთილები ჩატარდება სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების ოთახში გაკვეთილების შემდეგ
გაკველთილების ინტენსივობა: კვირაში 2 დღე, 14:00-საათიდან 15:00 საათამდე
კურსის ბოლოს გაიცემა ქართულ და ინგლისურენოვანი სერტიფიკატი
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ონლაინ ფორმა: https://forms.gle/d7o9QK7QJC4ApS3w9
დამატებითი ინფორმაციისთვის , დაგვიკავშირდით!
ტელ: 571 01 88 76; 598 516 515
https://explorium.ge/
Facebook: https://www.facebook.com/ExploriumEdu
ელ-ფოსტა: exploriumedu1@gmail.com

Comments are closed.