თანამშომლობის მემორანდუმი მადრიდის AIL Madrid ესპანური ენის ცენტრთან.
9 მარტს მადრიდის ესპანური ენის AIL Madrid ენების ცენტრთან თანაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს ესპანური ენის კურსებზე და ბანაკებში ედისონის სახ. Სკოლა ნოვაციის მოსწავლეების მონაწილეობას.
სექტემბრიდან მოსწავლეებს ექნებათ საშუალება აირჩიონ ესპანური ენა სხვა ენებთან ერთად.
AIL Madrid ენების ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრია მადრიდში და ფილიალები აქვს მადრიდში, ვალენსიაში, მალაგაში, სევილიაში, გრანადასა და კორდობაში.
სკოლა აკრედიტებულია სერვანტესის ინსტიტუტის მიერ.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ედისონის სახ. Სკოლა ნოვაციის დირექტორმა, თამარ ჯანგულაშვილმა და ენების ცენტრის Სასწავლო პროგრამების მრჩეველმა და დირექტორმა, ლუკა სიმონელიმ მადრიდში.