032 2784510

info@edison.edu.ge

ქ. თბილისი, თეოფანე დავითაიას ქუჩა, N 18

123 456 789

info@example.com

Goldsmith Hall

New York, NY 90210

07:30 - 19:00

Monday to Friday

ლიტერატურის კლუბი “ფოლიანტი”

სამიზნე ჯგუფი – VII-XII კლასის ნებისმმიერი დაინტერესებული მოსწავლე.

მიზნები და ამოცანები: 

  1. სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება და ლიტერატურის პოპულარიზაცია; 
  2. მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა, ჟურნალისტური საქმიანობით დაინტერესება; 
  3. მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება; წაკითხული წიგნების განხილვა/პრეზენტაცია; 
  4. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი წერითი მეტყველებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება; სხვადასხვა ტიპის (სტატიების, ჩანახატების, მინიატურების, ესეების..) შექმნა;
  5. კლუბის მონაწილეთა ანდა მოწვეულ სტუმართა შემოქმედების გაცნობა/განხილვა. სალონური ტიპის საღამოების ჩატარება, დისპუტი; 
  6. მწერლებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრა; 
  7. ლიტ. კონკურსების ორგანიზება; 
  8. გასვლითი ლიტერატურული ღონისძიებები სახლ-მუზეუმებსა და ღირშესანიშნავ ადგილებში. ექსკურსია მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონში;

კლუბში განხორციელდება მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებების წერილობითი ტექსტის წაკითხვა/განხილვა, მათში მოცემული ინფორმაციის გაგება-გააზრება, წაკითხული ლიტერატურის განხილვების ორგანიზება, ლიტერატურის სწავლისა და მასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება., 

პროექტები: მხატვრული ნაწარმოებების წაკითხვა, გარჩევა-ანალიზი, შემოქმედებითი საღამო (ეს ე, ლექსი, ჩანახატი…), კონკურსები, დისკუსია, პროექტი ქალაქის ფარგლებში: ექსკურსია მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონში, ვიზიტები მუზეუმებში: ლიტერატურის მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, ხელნაწერთა ინსტიტუტი, შეხვედრა მწერლებთან და პოეტებთან. 

კლუბის სამუშაო გრაფიკი – კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ, საჭიროებისამებრ შესაძლებელია ზუმის პლატფორმის გამოყენება; კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ. 

კლუბის ხემძღვანელი – ხათუნა ჩაჩანიძე-ყაველაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.