ედისონის სახელობის სკოლა ნოვაციის მისიაა ჯანსაღ და უსაფრთხო სასკოლო გარემოში მისცეს მოსწავლეებს განათლება მდგრადი განვითარებისთვის და აღზარდოს ისინი მაძიებელ, შემოქმედ, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად.
ხელი შეუწყოს მოსწავლეებში:
- სამეწარმეო უნარების განვითარებას და სასკოლო საზოგადოების ინიციატივების წახალისებას;
- გარემოზე, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნვის, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის უნარ-ჩვევების ფორმირებას.
მისია მიიღწევა:
- მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენის, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარების ხელშეწყობით, თავისუფალი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების წახალისებით, შემოქმედებითი უნარების განვითარებით;
- ისეთი სასკოლო გარემოს ფორმირებით, რომელიც ეფუძნება ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულების თვითშეფასებასა და სწავლა/სწავლების ისეთ გააზრებულ პრაქტიკას, სადაც სასკოლო საზოგადოება ორიენტირებულია საგანამანათლებლო საქმიანობის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, მხარდამჭერი სასკოლო კულტურის წახალისებაზე, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და დანერგვაზე.