032 2784510

info@edison.edu.ge

ქ. თბილისი, თეოფანე დავითაიას ქუჩა, N 18

123 456 789

info@example.com

Goldsmith Hall

New York, NY 90210

07:30 - 19:00

Monday to Friday

ნოვატორთა სკოლა

სამიზნე ჯგუფი – V-XII კლასების მოსწავლეები, ნოვატორთა სკოლაში ჩართვა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს. მომსახურება უფასოა. ნოვატორთა სკოლის მუშაობა განხორციელდება კვირაში ორი დღე, 1 საათით.

აღწერილობა – 10-17 წლის მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება და უნარების განვითარება მათემატიკაში, ფიზიკასა და ქიმიაში, პროგრამირებასა და მონაცემთა მეცნიერებაში. სწავლების დროს ჩატარდება სიმულაციური ექსპერიმენტები და გამოყენებული იქნება ონლაინ ვირტუალური ლაბორატორიები, ვიდეო ლექციები და პროგრამირების ენების და მონაცემთა მეცნიერების შემსწავლელი ონლაინ ფასიანი და უფასო რესურსები.
სკოლაში მოწვეულნი იქნებიან შესაბამისი დარგის ცნობილი სპეციალისტები სიმულაციური ექსპერიმენტების ჩასატარებლად და გამოცდილების გაზიარებისთვის.
პროგრამირების ენების და მონაცემთა მეცნიერების შესასწავლად მოწვეული იქნებიან პროგრამისტი და მონაცემთა მეცნიერი.
სკოლაში ჩატარდება ოლიმპიადები, ასევე ონლაინ ოლიმპიადები ქართველების მიერ შექმნილი პროგრამების გამოყენებით (მაგ. სახალისო მათეკატიკა saxalisomath.wixsite.com)
მიზნები

სკოლის მიზანია – 10-17 წლის მოსწავლეების ცოდნის და უნარების განვითარება და შესაძლებლობების გაძლიერება ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში (ფიზიკა, ქიმია) და პროგრამირებასა და მონაცემთა მეცნიერებაში. სკოლა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და გაზრდის მათ შესაძლებლობას გახდნენ ინოვატორები, შეისწავლონ პროგრამირების ენები და მონაცემთა მეცნიერება, რაც ხელს შეუწყობს მათ მოახდინონ ექსპერიმენტირება და იყვნენ უფრო კრეატიულები, განუვითარდეთ კომპიუტერული აზროვნების უნარები, სკოლა ხელს შეუწყობს მოსწავლეების ციფრული წიგნიერების გაუმჯობესებას, გააუმჯობესებს მოსწავლეების კომუნიკაციის უნარებს და გაზრდის მოსწავლეების კარიერულ ზრდის შესაძლებლობას, სკოლა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გაუმკლავდნენ გამოწვევებს სხვადასხვა აქტივობების და ექსპერიმენტების ჩატარების დროს და განუვითარდეთ პრობლემის მოგვარების უნარები, გაანალიზონ და გააზრონ არსებულ და მიმდინარე პრობლემებს შორის კონტექსტი, გამოიყენონ კრეატიული აზროვნება გადაწყვეტილებების მისაღებად, განავითარონ ახალი იდეები და მიიღონ მხარდაჭერა სასკოლო საზოგადოების მხრიდან.