სკოლაში ფუნქციონირებს რობოტიკის კლუბი, სადაც მოსწავლეები გადიან LEGO რობოტექნიკის კურსს.
კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ ააგონ და დააპროგრამონ რობოტები, ააწყონ ფაზლები და ლეგოები, ისწავლონ კოდებთან მუშაობა, იმუშაონ ორიგამის ფიგურებზე.
მოსწავლეები შეისწავლიან ინჟინერიის პრინციპებს, პროგრამირებისა და პრობლემების გადაჭრის პრინციპებს რობოტებთან პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით.
მოსწავლეებს განუვითარდებათ სხვადასხვა უნარები, როგორიცაა კრეატიულობა, პრობლემების გადაჭრის უნარი, გადაწყვეტილების მიღების და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი, შეიძენენ ცოდნას პროგრამირებაში და ა.შ.