11 დეკემბერს ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია ექსპლორიუმისა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარებული ვორქშოფის მონაწილეთათვის”კოდის საათი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში” ჩატარდა ციფრული პროექტების პრეზენტაციისა და სერტიფიკატებით დაჯილდოების ღონისძიება.
მოსწავლეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ მოსწავლეებმა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ულამაზეს გარემოში გაიცნეს ერთმანეთი, აღნიშნეს წარმატება და გაუზიარეს ერთმანეთს ვორქშოფების განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებები
პროექტის”კოდის ერთი საათი” მიზანია კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების/კოდინგის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ინოვაციური განათლების ხელშეწყობა.
აღნიშნული ღონისძიება თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია ექსპლორიუმმა ჩაატარა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა – National Science Library of Georgia-ის მხარდაჭერით.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ედისონის სახ. სკოლა ნოვაციის მოსწავლეები.