მოსწავლეებში ფინანსური განათლების ცოდნის გაზრდის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ჩვენი სკოლის IV-VII კლასის მოსწავლეებისთვის ფულის მართვის და დაზოგვის თემაზე ლექცია ჩაატარეს.
პროექტი ხორციელდება კომპანია ფინედუს მხარდაჭერით და მისი მიზანია ფინანსური განათლების მნიშვნელობის პოპულარიზაცია.
გაკვეთილები #მსოფლიოდაზოგვისდღე2022-ის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქართველო წელს უკვე მეთერთმეტედ უერთდება.