ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს სკოლა ნოვაციის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა, თამარ ჯანგულაშვილი, დირექტორის მოადგილეებმა მარინა ბერძენიშვილმა და ეკატერინე მამაიაშვილმა და მოსწავლეებს მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვეს.
ღონისძიებაზე წინა სასწავლო წლის საუკეთესო რეიტინგის მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.