ცნობილი ამერიკელი განმანათლებელი მეცნიერი ბენჟამენ ფრანკლინი თავის ცნობილ ნაშრომში “ჭადრაკის ზნეობრივი ფასეულობანი” მიიჩნევდა, რომ ჭადრაკის თამაშით შეგვიძლია გამოვიმუშავოთ: შორსმჭვრეტელობა, წინდახედულობა, სიფრთხილე და სიმხნევე.
ჭადრაკის წრის ხელმძღვანელი – ნინო ოთიაშვილი, მოჭადრაკე, ოსტატობის კანდიდატი.
ჭადრაკის წრის მიზანია:
ჭადრაკის სწავლების მიზანია მოსწავლეს ხელი შეუწყოს პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ასწავლოს ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, მოქმედების დაგეგმვა, განუვითაროს სიდინჯე, ყურადღების კონცენტრაციის უნარი, ეტაპობრივად განუვითაროს მაღალი კოგნიტური უნარი, საკუთარი ძალების რწმენა, წინსვლისკენ სწრაფვა, დაფასების და გაფთხილების უნარი, ობიექტურობა, მოქნილობა. ჭადრაკის წრის მიზანი ამ ყველაფერთან ერთად, ემსახურება საწყისი ნაბიჯებიდან მიიღონ მონაწილეობა სასკოლო ტურნირებში, ჩემპიონატებში და გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, რის შედეგად იზრდება მოტივაცია.
რესურსები:
- დავით გურგენიძისა და გიორგი მაჭარაშვილის წიგნი “ჭადრაკის გაკვეთილები”,
- დავით გურგენიძის “ენჩპილები” ;
- ნონა გაფრინდაშვილის “რჩეული პარტიები”;
- ონლაინ პლათფორმები CHESS.COM და CHESS24.COM
- ჭადრაკის დაფა; საათი; სახელმძღვანელოები; ინტერნეტი; კომპიუტერი, პროექტორი; რვეული და კალამი, საათი.
აქტივობები:
მოეწყობა თამაშები; გამოიყენებულ იქნება ვებ გვერდების ფუნქციონალები: ამოხსენი თავსატეხები, დებიუტები და კომბინაციები.