2022 წლის ოქტომბერში, ბრიუსელში ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდული მუშაკები გაიღრმავებენ ცოდნას და განივითარებენ უნარებს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებზე.
ედისონის სახ. სკოლა ნოვაციიდან პროგრამაში მონაწილეობდნენ:
მარინა ბერძენიშვილი (ბიოლოგიის მასწავლებელი და დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში)
ეკა მამაიაშვილი (ქიმიის მასწავლებელი და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი)
თამარ ხვედელიძე (ინგლისური ენის მასწავლებელი)
რუსუდან მამაცაშვილი (ინგლისური ენის მასწავლებელი).
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციასთან, სოციალური ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი SiNC თანამშრომლობის ფარგლებში.