2 მარტს, „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში. მეორე ტური გაიმართება რეგიონული მასშტაბით.
რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 30%-ში მოხვედრილ გუნდებს მიეცემათ შესაძლებლობა, უფასოდ იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე, პირველ ადგილოსანი გუნდები კი მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს.
“ტვინების ბრძოლა” გუნდური ინტელექტუალური თამაშია, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების განვითარებაზე და ანალიტიკური ცოდნის გაღრმავებაზე.
ტვინების ბრძოლა შემეცნებითი თამაშია სკოლის მოსწავლეთათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, სწორი პასუხის გამოსაცნობად უფრო პრიორიტეტულია გამჭრიახი გონება და ლოგიკური აზროვნება.