კლუბის მიზანი: მოსწავლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, მათი ჩართვა სასკოლო აქტივობებსა და პროექტებში, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, აქტიური მოქალაქის უნარ-ჩვევების გამომუშავება, უფლება- მოვალეობების გააზრება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ეთიკური ნორმების დაცვა, მშობელთა ჩართულობა სასკოლო საჭიროებების კვლევაში.
ვის შეუძლია კლუბის წევრობა: კლუბის წევრობა შეუძლია VII, VIII, IX ,X, XI, XII კლასის ყველა მოსწავლეს ვინც დაინტერესებულია სამოქალაქო განათლების სწავლა- სწავლების პროცესით.
საკლუბო რესურსებია:
- შეხვედრების ოთახი;
- კომპიუტერული ტექნიკა;
- გზამკვლევები;
- თვალსაჩინოებები;
- სამოქალაქო განათლების ლიტერატურა.
რა არის სასკოლო სამოქალაქო კლუბი?
სასკოლო სამოქალაქო კლუბი არის მოსწავლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიღრმავონ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა, გამოიმუშაონ აქტიური მოქალაქის უნარ-ჩვევები და თავიანთი პრაქტიკული საქმიანობით ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. სასაკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები ცდილობენ დისკუსიების, დებატების სასკოლო პროექტების საშუალებით გამოავლინონ, გამოიკვლიონ, მათ კლასში სკოლაში, საზოგადოებაში არსებული პრობლემები და იმოქმედონ, იმსჯელონ პრობლემების გადასაჭრელად. სწორედ ამ მიზნის მისღწევად კლუბის წევრები ქმნიან პროექტებს. სამოქალაქო განათლების კლუბური მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას. მოსწავლეები იძენან თეორიულ ცოდნას გადასაჭრელ პრობლემებთან დაკავშირებით ისინი აგროვებენ ინფორმაციას გამოვლენილი პრობლემის შესახებ, მედიის გამოკითხვის, კანონმდებლობის მოძიების საშუალებით, ტრენინგებით, მასტერკლასებით, საზაფხულო ბანაკებით და სხვა. კლუბის წევრები, პროექტის პრაქტიკულად განხორციელების პროცესში ითანამშრომლობენ დაინტერესებულ პირებთან და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას, პროექტზე მუშაობისას საზოგადოების ამგვარი ჩართულობა ხელს უწყობს საზოგადოების წევრების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, გარდა ამისა კლუბის მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა პროექტებმა მოსახლეობას სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა დაანახოს და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი.
კლუბის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:
- სკოლაში გაიმართება დისკუსიები და მოწვეულნი იქნებიან შესაბამისი დარგის ცნობილი სპეციალისტები (იურისტები, უფლებადამცველები, ექსპერტები, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ქოუჩები);
- საერთაშორისო დღეების აღნიშვნა;
- სასკოლო პროექტებზე მუშაობა;
- აქტუალურ თემებზე ლექციების/ დისკუსიების წარმართვა, ბულინგი ,ძალადობა ,უსაფრთხო სკოლა, ადამიანის უფლებები, ბავშვის უფლებები და ა.შ;
- არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- საგრანტო პროექტების მოძიება და განხორციელება;
- აქციების დაგეგმვა, სოცილური კამპანიების წარმართვა;
- სკოლის თვითმართველობასთან თანამშრომლობა, ერთობლივი აქტივობების ორგანიზება;
- თვითგანვითარებაზე ზრუნვა:
- ტრეინინგები, დისკუსიები, ზაფხულისა და ზამთრის ბანაკების მოწყობა.
კლუბის მუშაობა განხორციელდება კვირაში ერთი დღე, 1 საათით.
კლუბის ხელმძღვანელი – ეკა მოძმანაშვილი, ისტორიის პედაგოგი.