სამიზნე ჯგუფი – VII-XII კლასის ნებისმმიერი დაინტერესებული მოსწავლე.
მიზნები და ამოცანები:
- სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება და ლიტერატურის პოპულარიზაცია;
- მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა, ჟურნალისტური საქმიანობით დაინტერესება;
- მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება; წაკითხული წიგნების განხილვა/პრეზენტაცია;
- აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი წერითი მეტყველებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება; სხვადასხვა ტიპის (სტატიების, ჩანახატების, მინიატურების, ესეების..) შექმნა;
- კლუბის მონაწილეთა ანდა მოწვეულ სტუმართა შემოქმედების გაცნობა/განხილვა. სალონური ტიპის საღამოების ჩატარება, დისპუტი;
- მწერლებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრა;
- ლიტ. კონკურსების ორგანიზება;
- გასვლითი ლიტერატურული ღონისძიებები სახლ-მუზეუმებსა და ღირშესანიშნავ ადგილებში. ექსკურსია მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონში;
კლუბში განხორციელდება მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებების წერილობითი ტექსტის წაკითხვა/განხილვა, მათში მოცემული ინფორმაციის გაგება-გააზრება, წაკითხული ლიტერატურის განხილვების ორგანიზება, ლიტერატურის სწავლისა და მასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება.,
პროექტები: მხატვრული ნაწარმოებების წაკითხვა, გარჩევა-ანალიზი, შემოქმედებითი საღამო (ეს ე, ლექსი, ჩანახატი…), კონკურსები, დისკუსია, პროექტი ქალაქის ფარგლებში: ექსკურსია მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონში, ვიზიტები მუზეუმებში: ლიტერატურის მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, ხელნაწერთა ინსტიტუტი, შეხვედრა მწერლებთან და პოეტებთან.
კლუბის სამუშაო გრაფიკი – კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ, საჭიროებისამებრ შესაძლებელია ზუმის პლატფორმის გამოყენება; კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
კლუბის ხემძღვანელი – ხათუნა ჩაჩანიძე-ყაველაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.