ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „ედისონის სახელობის სკოლა ნოვაციასა“ და „მეწარმეთა ასოციაციას“ შორის.
მემორანდუმის მიზანია, ხელმომწერმა ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირონ მეწარმეობის სკოლის ფარგლებში:
- ტრენინგების ორგანიზებას მეწარმეობაზე, სოციალურ ინოვაციასა და სოციალურ მეწარმეობაზე;
- სამეწარმეო ბანაკებში მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას;
- Erasmus+ გაცვლით პროგრამებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა მონაწილეობას;
- მოხალისეობის პოპულარიზაციის და ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას;
- მოსწავლეთა კონსულტირებას (მენტორობა) სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზნით, საგრანტო პროექტებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას;
- ერთობლივ საგრანტო პროექტებში მონაწილეობას და დაფინანსების მოძიებაში აქტიურ ჩართულობას.